შეძენის პირობები

უცხო ქვეყნის  მოქალაქეებისათვის   უძრავი ქონების  შეძენის  წესები საქართველოში  საკმაოდ მარტივია,  საჭიროა მხოლოდ   თან იქონიოთ   პირადობის მოწმობა  ( საზღვარგარეთის პასპორტი). აუცილებელი დოკუმენტაციის გაფორმება  სახელმწოფო რეესტრში უძრავი ქონების შესაძენად  ხდება  ერთი სამუშაო დღის განმავლობაში, დღის  დასასრულს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ინტერნეტში, საიდანაც  საჭიროების შემთხვევაში, ასევე შეგიძლიათ ჩამოთვირთოთ.

   ბინის შეძენა  მანძილიდანაც შესაძლებელია,  ამისათვის  აუცილებელია გენერალური მინდობილობის გამოგზავნა ფოსტის მეშვეობით  მინდობილი პირისათვის საქართველოში, და ასევე   მინდობილობის გამფორმებელი  ნოტარიუსის  საკონტაქტო ნომრის   და ელ. ფოსტის ( ეს აუცილებელია  დოკუმენტის ნამდვილობის შესამოწმებლად) მიწოდება.  ამის შემდეგ,  მინდობილი პირი საქართველოში წარადგენს  განაცხადს  საჯარო რეესტრში მიმნდობზე საკუთრების უფლების გაფორმების შესახებ. რეესტრში დოკუმენტების შემოწმება და დადასტურება      ხდება  მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში  ( პრაქტიკაზე არა

ნაკლებ ორი კვირისა).  როცა რეესტრიდან ამონაწერი    მზად  იქნება, მისი შემოწმება  შესაძლებელია  გვერდზე: www.reestri.gov.ge.  რეესტრის ყველა ამონაწერს  გააჩნია  საკუთარი  უნიკალური შტრიხ-კოდი,  „სველი“  ბეჭდით დამოწმება არ არის აუცილებელი .

      კომპანია DS GROUP -ის  თანამშრომლები გაგიწევენ დახმარებას ყველა იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.