ბათუმის შესახებ

არსებობს ადგილები, რომელთა მონახულებისას გული ჩერდება...ისინი სამუდამოდ იტაცებენ თქვენს გრძნობებს, ისინი  გაიძულებენ თქვენ   ფიქრებში ისევ და ისევ დაბრუნდებას იქ.  და თქვენ უკვე  ვეღარ ეწინააღმდეგებით, და თავადაც  კვებავთ  ამ გრძნობას  განცდილი ემოციებით. ბათუმი, საქართველო -  ერთ-ერთი ასეთი ადგილთაგანია. ეს მცხუნვარე მზის მხარეა, რომელიც მდიდარია თავისი თბილი სხივებით,  გამაგრილებელი ზღვის  შესანიშნავი დაისით და აისით, რომლებიც გხიბლავთ თავისი უმანკოებით.

გრილი ჰაერი გაჯერებულია ნამდვილი  ქართული სამზარეულოს არომატებით, მაგნოლიის, ოლეანდრის, ციტრუსოვანთა  ფაქიზი კეთილსურნელებით და   მწკლარტე, შავი ყავის  არომატით. 

ქალაქ ბათუმის ისტორია.

  ბათუმი განთქმულია  თავისი ისტორიით, რომელიც ფესვებით  ჩადის   შორეულ წარსულში.  ათეული საუკუნის წინ ქალაქი წარმოადგენდა  "ზღვაში ჭიშკარს" და იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი. დროთა  განმავლობაში, ღრმა ყურემ,  როგორც იმ დროს ერქვა ბათუმს - " ბათიუს ლიმან " -ი, თავის საზღვრებში შემოინახა წარსულის და აწმყოს კულტურა, ისტორიის და სიახლის ერთიანი ნაზავით. სწორედ ამ შერწყმამ გამოიწვია ქალაქ ბათუმის მიმართ ინტერესის ტალღა და უკვე მე-19 ს. " ღრმა  ყურე"  განთქმული იყო როგორც  ღირშესანიშნაობებით და  წარსულის არტეფაქტებით მდიდარი საკურორტო ზონა.

ბათუმის ჰავა.

 საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ ბათუმის ჰავა არ დგას ბოლო ადგილზე ტურისტების მოზიდვისას.  სუბტროპიკული ჰავა მომატებული  ტენიანობით  მთელი მსოფლოიდან იზიდავს ხალხს.  საპლიაჟო სეზონი  იწყება მაისში და სრულდება ოქტომბერში, თუმცა ნოემბერიც ასევე მიმზიდველია ტურისტებისათვის.

რა უნდა ნახოთ ბათუმში?

   ბოტანიკური ბაღი. შესანიშნავი ადგილია სასეირნოდ, როგორც მზიან, მცხუნვარე დღეს, ასევე ღრუბლიანი ამინდისას.  ბოტანიკური ბაღი გაერთიანებთ  ბუნებასთან და გჩუქნით იმის შეგრძნებას, რომ თქვენ სეირნობთ იმ ადგილებში, სადაც ბუნება დარჩა  თავის  ხელუხლებელ  მდგომარეობაში. ბათუმის ბოტანიკურ ბაღს არ აქვს ანალოგები დედამიწაზე.

    დელფინარიუმი სიხარულს გაჩუქებთ თქვენ და თქვენს შვილებს.  არაფერს ისე არ შეუძლია სულთან შეხება, როგორც  დელფინის უცნაურ ხმას, მის ჭკვიანი თვალებს, გონიერებას  და ინტელექტს . თქვენ შეგიძლიათ დელფინებთან ერთად იცურაოდ, და ასეთი  შთაბეჭდილება თავის კვალს დააჩნევს ცხოვრების ბოლომდე, ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ.

     ზღვის პირა პარკის პალმების კორომით.  ეს პარკი ზღვის შესანიშნავი  ხედით  წარმოადგენს ტურისტების ცხოვრების  ეპიცენტრს. ღია კაფეები, რომლებიც სავსეა მხიარული და სიცოცხლის მოხარული ტურისტებით, ცოცხალი მუსიკა, ბარები, ატრაქციონები, კლუბები...   მოკლედ, ყველაფერი ის რაც იზიდავს ტურისტებს საღამოობით, და   მათ ცხოვრებას უფრო დატვირთულს  ხდის  პლიაჟზე გატარებული   მშვიდი დღეების შემდეგ.

   „თამარის ციხე“. ტაძარი, რომელსაც ასე ეწოდა  თამარ მეფეს პატივსაცემად.

 გონიოს ციხე. ძველ დროში გონიოს ციხე რომის იმპერიის, და ცოთა მოგვიანებით კი - ბიზანტიის იმპერიის ციტადელი იყო.

 მომღერალი შადრევნები. საოცარი და სხვადასხვა  ფორმის და ფერის  მომღერალი და მოცეკვავე შადრევნები.

ძველი ბათუმი. ქალაქის ეს ნაწილი აშენებული იყო ჯერ კიდევ მე-19 ს. აქ ამ დრომდეც შენარჩუნებულია იმ  წლების  ატმოსფერა.  აქ ყველაფერი თითქოს გაირინდა, ძველი ბათუმი არ ექვეითება  დროის ძალას.

   ტაძრები და ეკლესიები. თუნდაც რომ არ იყოთ მორწმუნე ადამიანი, ბათუმის  ტაძრები და ეკლესიები დატოვებენ კვალს თქვენს გულში. ეს ღვთისმშობლის შობის სახელობისსაკათედრო ტაძარი, შესრულებული გოთიკურ სტილში, და წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, და წმ. ბარბარეს სახელობის ტაძარი.

  ბათუმი - საქართველოს მარგალიტია შავ ზღვასთან, ჯერ კიდევ მე-4 ს. ქალაქის სახელი  მოხსენიებული იყო არისტოტელეს წერილებში, ხოლო ახლა საკუთარი თვალით  შეგიძლიათ იხილოთ ყველაფერი ის, რაც აკვირვებდა დიდ მწერლებს და პოეტებს. რაც  ნამდვილად გარანტირებული გექნებათ მოგზაურობის შემდეგ- ეს არის პოზიტიური შთაბეჭდილებები.