უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების შეძენის წესები საქართველოში საკმაოდ მარტივია, საჭიროა მხოლოდ თან იქონიოთ პირადობის მოწმობა ( საზღვარგარეთის პასპორტი). უძრავი ქონების შესაძენად აუცილებელი დოკუმენტაციის გაფორმება სახელმწოფო რეესტრში ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ხდება, დღის დასასრულს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია საჯარო რეეტრის ვებ-გვერდზე , საიდანაც საჭიროების შემთხვევაში, ასევე შეგიძლიათ მისი ჩამოტვირთვა. რეესტრის ყველა ამონაწერს გააჩნია საკუთარი უნიკალური შტრიხ-კოდი, „სველი“ ბეჭდით დამოწმება არ არის აუცილებელი. ინფორმაციის შემოწმება შესაძლებელია გვერდზე: www.reestri.gov.ge.