| ბათუმის შესახებ
არსებობს ადგილები, რომელთა მონახულებისას გული ჩერდება...ისინი სამუდამოდ იტაცებენ თქვენს გრძნობებს და გაიძულებენ მათთან დაბრუნდებას. ბათუმი, საქართველო - ერთ-ერთი ასეთი ადგილთაგანია.
| ქალაქ ბათუმის ისტორია
ბათუმი განთქმულია თავისი ისტორიით, რომელიც ფესვებს შორეული წარსულიდან იღებს. ათეული საუკუნის წინ ქალაქი წარმოადგენდა "ზღვის კარიბჭეს" ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი იყო. დროთა განმავლობაში, ღრმა ყურემ, რომელსაც იმ დროს - " ბათიუს ლიმან " -ი ეწოდებოდა , თავის თავში გააერთიანა წარსულის და აწმყოს კულტურა, ისტორიის და სიახლის ერთიანი ნაზავით. სწორედ ამ შერწყმამ გამოიწვია ქალაქის მიმართ ინტერესის ზრდა და უკვე მე-19 ს ეს ადგილი განთქმული იყო როგორც ღირშესანიშნაობებით და წარსულის არტეფაქტებით მდიდარი საკურორტო ზონა.
| რა უნდა ნახოთ ბათუმში?
ბოტანიკური ბაღი. ადგილი სადაც შეგიძლიათ სრულად შეიგრძნოთ ბუნების პირვანდელი და ხელუხლებელი სახე
დელფინარიუმი - დელფინები , ამ საოცარ არსებებთან ერთად გატარებული დრო სამუდამოდ აღიბეჭდება თქვენს მეხსიერებაში , დადებითი ემოციების უშრეტ წყაროდ
ზღვის პირა პარკი - ტურისტული ცხოვრების ეპიცენტრი .სიმწვანე , პლაჟი , ცოხალი მუსიკა, მზის ულამაზესი დაისი და აისი
„თამარის ციხე“. ტაძარი, რომელსაც ასე ეწოდა თამარ მეფის პატივსაცემად.
გონიოს ციხე-ძველ დროში გონიოს ციხე რომის იმპერიის და ცოტა მოგვიანებით კი - ბიზანტიის იმპერიის ციტადელი იყო.
მომღერალი შადრევნები.
ძველი ბათუმი- ქალაქის ეს ნაწილი აშენებული იყო ჯერ კიდევ მე-19 ს. აქ ამ დრომდეც შენარჩუნებულია იმ წლეების ატმოსფერა.
ტაძრები და ეკლესიები.
ბათუმი შავი ზღვის მარგალიტია .ჯერ კიდევ მე-4 ს. ქალაქის სახელი მოხსენიებული იყო არისტოტელეს წერილებში, თქვენ საკუთარი თვალით შეგიძლიათ იხილოთ ყველაფერი ის, რაც ოდიდგანვე აკვირვებდათ დიდ მწერლებსა და პოეტებს.